სპორტი

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.

სპორტის სახეობები

სპორტული საგნები და იარაღები

სპორტული შეჯიბრებები

საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები



სპორტი საქართველოში

სპორტი საქართველოში — ისტორიულად, საქართველო ცნობილია თავისი სპორტული კულტურით, ჯერ კიდევ უძველესი იბერია რომაელთათვისაც კი ცნობილი იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით.[1]
საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთიკალათბურთირაგბიჭიდაობაძიუდო და ძალოსნობაXIX საუკუნეში საქართველოში ასევე პოპულარული სპორტის სახეობები იყო: ცხენბურთი და ლელობურთი. საქართველოში ყოველთვის ექცეოდა ყურადღება ფიზიკურ მომზადებას, ჭიდაობა და „ხმალაობა“ შედიოდა მეომართა ვარჯიშებში, მათ ეწოდებოდათ „თამაშობანი“. ასეთივე პრინციპით მიმდინარეობდა ბავშვთა აღზრდა.

ფეხბურთი

საქართველოში ფეხბურთი XX საუკუნეში, ქალაქ ფოთში, ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ამ თამაშმა მალევე დიდი პოპულარულობა მოიპოვა. თავდაპირველად ქართველები მას იხსენიებდნენ ინგლისური სახელწოდებით „Football“. ყველაზე დიდ ტრიუმფად კი ითვლება ორი ქართველი ევროპის ჩემპიონი 1960 წელს, თანაც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სსრ-ის ნაკრების გამარჯვებაში. რაც შეეხება საკლუბო ტრიუმფებს, თბილისის „დინამომ“ 1980-81 წლების სეზონში მოიპოვა „ევროპის თასთა მფლობელთა თასი“, აღსანიშნავია რომ გუნდს დამარცხებული ჰყავს იმ პერიოდის მსოფლიოს გრანდი „ლივერპული“. რაც შეეხება თანამედროვეობას, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს.

რაგბი

რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გუნდური სპორტია.ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საქართველოში რაგბის მსგავს თამაშს ლელობურთს თამაშობდნენ, ამ ორი თამაშის წესები თითქმის იდენტურია. საქართველო კი მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდს შორისაა, ორი წლის წინ გუნდი ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს საუკეთესო ათეულთან, მაგრამ გუნდმა 11-დან 12 ადგილზე გადაინაცვლა და ეს ვეღარ მოახერხა. ნაკრები „ევროპის თასს“ 10-ჯერ დაეუფლა. ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაქვეითდა და მსოფლიო რეიტნგში მე-14 ადგილს იკავებს.

ჭიდაობა

ჭიდაობა ისტორიულად მნიშვნელოვანი სპორტია საქართველოშია, ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ბერძნულ-რომაულ სტილში ბევრი ქართული ელემენტია, საქართველოში კი ყველაზე პოპულარული ჭიდაობის კახური სტილია. თუმცა, საქართველოში ყველა კუთხეს გააჩნია თავისი სტილი, მაგალითად ხევსურეთს სამი საჭიდაო სტილი აქვს.

კალათბურთი

ქვეყნის ზომის მიუხედვად, მას მრავალი კალათბურთელი ჰყავს  მსოფლიოს საუკეთესო კლუბებსა და ლიგებში, ესენი არიან: თორნიკე შენგელია, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და განსაკუთრებით ზაზა ფაჩულია. რომელმაც NBA ორჯერ მოიგო. აღსანიშნავია რომ გუნდს ყოველთვის უდიდესი მხარდაჭერა გააჩნდა, მაგალითად 2011 წელს ევრობასკეტზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა. ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 2019 წლის სექტემბრამდე 27-ე ადგილს იკავებდა, მაგრამ შემდეგ დაქვეითდა და 36-ე ადგილს იკავებს.

ლელობურთი

ეს არის ინგლისური რაგბის მსგავსი სპორტი, თამაშობენ მოედანზე, არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშეთა რაოდენობას და არ გააჩნია ბევრი წესები, მაგრამ გუნდის წევრები ერთმანეთისგან რაიმით გამოირჩევიან, მაგალითად სხვადასხვა უბნელები, ცოლიანები და უცოლოები და ა. შ. იგი შეიქმნა გურიაში.

ზამთრის სპორტი

ტრაგედია

ნოდარ ქუმარიტაშვილს  (25 ნოემბერი, 1988 - 12 თებერვალი, 2010) 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვარჯიშისას კატასტროფა შეემთხვა და 21 წლის ასაკში დაიღუპა. ეს ამ სპორტში დაღუპვის მესამე შემთხვევა იყო.

ჩოგბურთი

ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია ალექსანდრე მეტრეველი, იგი მსოფლიოს ყოფილი მე-9 ჩოგანია. მან ამ შედეგს 1974 წლის 3 ივნისს მიაღწია. ხოლო 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია ნიკოლოზ ბასილაშვილი, იგი მსოფლიოს 22-ე ჩოგანია და ტოლ-სწორად ეთამაშება მსოფლიოს ტოპ-10-ისა და ტოპ-5-ის ჩოგბურთელებს.

ძიუდო

საქართველოში ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. რეიტინგები (მხოლოდ საქართველოს პირველადგილოსნები):
მამაკაცები
ქალბატონები

სუმო

საქართველოდან არის სამი ცნობილი სუმოისტი: კოკაი (ლევან ცაგურია), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). საქართველოში ეს სპორტი ნაკლებად იყო პოპულარული 2018 წლამდე. 2018 წლის იანვარში ტოჩინოშინმა მოიგო უდიდესი ტიტული „იმპერატორის თასი“, მალევე მან ოძეკის წოდება მოიპოვა (რიგით მეორე წოდება სუმოს სამყაროში), თუმცა მან ეს წოდება დათმო 2019 წლის მარტში, მაგრამ შემდეგ ბაშოზე კვლავ შეძლო ტიტულის აღდგენა.

წყალბურთი

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სამჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

Comments

Popular posts from this blog

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შენობა-ნაგებობები

თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

ქართველი კალათბურთელების TOP-5