მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შენობა-ნაგებობები

ეიფელის კოშკი


  ეიფელის კოშკი (ფრ. la tour Eiffel) – 300 მეტრის ლითონის კონსტრუქციაა, რომელიც პარიზში, სენასთან, შამ–დე–მარსზე მდებარეობს. ეს არის პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ყოველწლურად მის სანახავად 6 მილიონი ტურისტი მიდის, ხოლო მთელი არსებობის განმავლობაში 236 მილიონი დამთვალიერებლით იწონებს თავს. 
შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „უსახური“ ჩემს "პროლოგში". თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია ეიფელის კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. საბედისწერო შემთხვევის წყალობით კოშკი დანგრევას გადაურჩა და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა. იდეის ავტორი და მთავარი არქიტეტორი ცნობილი ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი გახლდათ. კოშკს სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა.შენობა მსოფლიო გამოფენის, ექსპო–იუნივერსელის ფარგლებში აშენდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს ეძღვნებოდა. 
თავდაპირველი გათვლებით კოშკის დემონტაჟი აშენებიდან 20 წელიწადში იგეგმებოდა, (ამ პერიოდზე იყო გათვლილი გუსტავ ეიფელის ხარჟების ამოღება), თუმცა მოგვიანებით, რადიო ეთერისა და სატელევიო მაუწყებლობის კოშკზე დამონტაჟების წყალობით, ეიფელმა საკომუნიკაციო დანიშნულება მიიღო და დემონტაჟს გადაურჩა. 

  12 მეტრიანი სატელევიო ანძის დამონტაჟებამ კოშკის სიმაღლე 12 მეტრით გაზარდა და 312–ის ნაცვლად 324 გახდა. თუმცა ეიფელი თავდაპირველი სიმაღლითაც იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი და მასიური კონსტრუქცია იყო. 10 000 ტონიანი ლითონის ნაგებობა, ურყევად დგას ძლიერი ქარების დროსაც კი. ერთადერთი „საშიშრობა“, რისგანაც ეიფელი „იტანჯება“ ეს სიცხეა. მზიანი მხარის გადახურების შედეგად ეიფელის კოშკის წვერი 18 სანტიმეტრით იხრება. 
კოროზიისაგან 60 ტონა სპეციალური საღებავი იცავს, რომელიც ყოველ 7 წელიწადში საჭიროებს განახლებას. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
კოშკის ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში. ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

სიდნეის ოპერის სახლი  (Sydney Opera House)

 სიდნეის ოპერა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. სახურავის განსაკუთრებულობა აძლევს საშუალებას, იყოს ყველასგან გამორჩეული და არ გავდეს სხვა შენობებს. იგი ავსტრალიის ერთერთი დიდი ქალაქის, სიდნეის მთავარი სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია, გაგახსენდეს სიდნეი და არ გაგახსენდეს მისი ოპერის თეატრი.
1958 წლამდე, სანამ ოპერის თეატრის მშენებლობას დაიწყებდნენ, მის ადგილას ტრამვაის დეპო იყო განთავსებული. Sydney Opera House-ის მთავარი არქიტექტორი იყო იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი დანიელი არქიტექტორი Jorn Utzon.

მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და დაჯდებოდა 7 მილიონი დოლარი, მაგრამ მისი მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი… აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1966 წელს Jorn Utzon-მა საერთო ენა ვეღარ გამონახა პროექტის დამფინანსებლებთან და პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა, რომელიც ადგილობრივმა არქიტექტორებმა გააგრძელეს. თუმცა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად რომ მან პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა, Sydney Opera House-ის დაპროექტებისთვის მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და მრავალი პრემიის ლაურეატია. ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ იგი ისე გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს, რომ აღარ ჩასულა ავსტრალიაში და არასოდეს უნახავს დასრულებული საოპერო თეატრი საკუთარი თვალით.
Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს.იგი 1973 წლის 20  ოქტომბერს  საზეიმოდ  გახსნა  ბრიტანეთის  დედოფალმა  ელიზაბეტ II-მ.

ეგვიპტის პირამიდები

პირამიდა გიზეში, რომელიც მისი აღმშენებლის, ეგვიპტის ფარაონ ხეოფსის სახელს ატარებს (ქრისტეშობამდე დაახლოებით 2551-2528, დღემდე შემორჩენილი უძველესი ქმნილებაა. მას, გრანდიოზულობის გამო , “დიდ პირამიდასაც” უწოდებენ და მსოფლიოს საოცრებათა სიაში პირველ ადგილზეა.
ადამიანის მიერ ოდესმე აგებულ არქიტექტურულ ქმნილებათა შორის, ჩინეთის კედლოს შემდეგ, ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია. მისი სიმაღლე 145,46მ–ია, რაც დაახლოებით 50 სართულიანი ცათანბჯენის სიმაღლეს უტოლდება. ვიდრე XIXსს.–ში პარიზში არ ააგებდნენ ეიფელის კოშკს (300მ), ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში. სივრცე, რომელიც მას უკავია, თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს 5 დიდ ტაძარს: წმ. პეტრეს ტაძარს რომში, წმ. პავლეს ტაძარს და ვესტმინტეროს სააბატოს ლონდონშიმ ტაძრებს ფლორენციასა და მილანში; ხოლო ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებულ ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა.
ახალგაზრდა ფარაონმა ხეოფსმა, მამის, სნოფრუს, გარდაცვალებისთანავე, ბრძანა პირამიდის აგება. მასაც, როგორც ყველა მის წინამორბედს, დაწყებული ფარაონ ჯოსერიდან, სურდა პირამიდაში დაკრძალულიყო. თანაც მისი პირამიდა ყველა მანამდე არსებულზე უფრო დიდი, ლამაზი და მდიდრული უნდა ყოფილიყო.
სანამ ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქვის სამტეხლოში, პირამიდის თოთქმის 2,5 მილიონი ბლოკი (თითოეული საშუალოდ 2,5 ტონა) მოიჭრებოდა, მთელი რიგი რთული მოსამზადებელი სამუშაოეები უნდა ჩატარებულიყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშენებლობისათვის შესაფერისი ადგილი უნდა მოენახათ შენობ, რომელიც 6400000 ტონას იწონიდა, მყარ გრუნტს საჭიროებდა, სხვაგვარად პირამიდას საკუთარი წონა მიწაში ჩაიტანდა. ასეთი ადგილი კაიროს სამხრეთით, გიზეს უდაბნო იყო. ეს გახლდათ კლდოვანი შვერილი მყარი გრუნტიღ, რომელიც ხეოფსის პირამიდის წონას გაუძლებდა. პირამიდა ააგო ფარაონის ნათესავმა, ხუროთმოძღვარმა ხემიუნმა. 
როგორ აშენებდნენ ხეოფსის პირამიდას?
ჯერ შეადგინეს პრიამიდის საძირკვლის გეგმა. დაგეგმილი საძირკვლის გარშემო გრუნტი ქვებისა და ქვისისაგან წყალგაუმტარი მიწაყრილით მოასწორეს. საძირკვლის კვადრატში გაჭრეს პატარა, ერთიმეორის სწორხაზოვნად გადამკვეთი არხების ხშირი ქსელი, რომელიც ქემოდან უზარმაზარ ჭადრაკის დაფას წააგავდა. ამ არხებში წყალი გაუშვეს, კედლებზე წყლის ზღვრული დონე მონიშნეს და არხები დაცალეს. წყალს თან გაყვა სამშენებლო ნაგავიც. შემდეგ არხები ქვებით ამოავსეს და პირამიდის საძირკველიც მზად იყო. ამ სამუშაოებს დაახლოებით 40000 კაცმა 12 წელი მოანდომა. მად შორის იყვნენ: ხუროთმოძღვრები, ქვისმდლელები და სხვა ხელოსნები. ამის შემდეგ დაიწყო თავად პირამიდის მშენებლობა.
ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ქრისტეშობამდე Vს.) გადმოცემით, მშენებლობა, დაახლოებით 20 წელს გაგრძელებულა. ხეოფსის უზარმაზარი “მარადიული სახლის” მშენებლობაში მონაწილეობდა თითქმის 100 000 კაცი.
მუშების საკვებად შეძენილ თალგამს, ნიორსა და ხახვში დაახლოებით 16 000 ტალანტი დახარჯულა (ფულის მხვილი ერთეული ძველ საბერძნეთსა და წინა აზიაში. საბერძნეთსი ერტი ტალანტი უდრიდა 26,2კგ-ს. “სულიერი ნიჭიერები” მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად ბიბლიაში გვხვდება – რედ.) დღეს ეს თანხა დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მუშათა რაოდენობა გაზვიადებულია. ამდენი ადამიანი სამშენებლო მოედანზე ვერ დაეგეოდაო. გეგმაზომიერი მუშაობისას 80 000 მუშაც კი ხელს შეუშლიდა ერთმანეთს.
პირამიდების მშენებლობის ეპოქაში ეგვიპტე მდიდარი ქვეყანა იყო. წლიდან წლამდე ივნისის ბოლოდან ნოემბრამდე ნილოსი ნაპირებიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სავარგულებს შლამის სქელი ფენით ფარავდა, რაც ხრიოკ-უდაბნოს ნაყოფიერ სახნავ-სადეს მიწად აქცევდა. მოსავლიან წლებში მარცვლეულის, წილისა და ბოსტნეულის სამ მოსავალს იწევდნენ.
ასე რომ, ივსნისიდან ნოემბრამდე ეგვიპტელ გლეხებს არ შეეძლოთ თავიანთ ყანებში მუშაობა. ამიტომ ისინი ივნისის შუა რიცხვებში სიამოვნებით ეწერებოდნენ პირამიდებზე მუშაობის მსურბელთა რიგებში. ვინ აშენებდა პირამიდებს?
მსურველი უამრავი იყო. ეს იყო ნებაყოფლობითი და არა იძულებითი შრომა. საამისოდ ორი მიზეზი არსებობდა: ჯერ ერთი, ადამიანი, სანამ პირამიდაზე მუშაობდა, თავშესაფარს, ტანსაცმელს, საკვებსა, და მცირეოდენ ფულად ანაზღაურებას იღებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნილოსი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა, გლეხებიც თავიანტ სოფლებში ბრუნდებოდნენ. მეორეც, ფარაონი ეგვიპტელთათვის მხოლოდ მეფე როდი იყო; იგი ღმერთად მიაჩნდათ, ამიტომაც ყოველი ეგვიპტელისათვის საპატიო საქმედ ითვლებოდა ფარაონის განსასვენებლის მშენებლობაში მონაწილეობა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წვლილი შეჰქონდა ამ საქმეში, თავის თავს ფარაონ-ღმერთის უკვდასებასთან ნაზიარებად მიიჩნევდა. ივნისის ბოლოს გიზესკენ გლეხთა უზარმაზარი ნაკადი მიედინებოდა. იქ მათ სპეციალურად მუშახელისთვის აგებულ ფიცრულ შენობებში 8 კაციან ჯგუფებად აბინავებდნენ.
  მუშები ბორნებით გადადიოდნენ ნილოსის მეორე ნაპირზე და მიემართებოდნენ ქვის სამტეხლოებისკენ, სადაც ჩაქუჩის, სატეხის, ხერხისა და ბურღის გამოყენებით ქვებს ამტვრევდნენ და საჭიროებისამებრ 85სმ–დან 1,45მ–მდე სიდიდის ბლოკებს ამზადებდნენ. თითოეული ჯგუფი “თავის” ბლოკს თოკებისა და ბერკეტების დახმარებით ხის საგორავზე ათავსებდა და ხეფენილზე, რომელიც ნილოსამდე იყო დაგებული, მიათრევდა. იალქნიან ბარკასებს მეორე ნაპირზე გადაჰყავდა მუშები და გადაჰქონდა 2,5 ტონამდე სიმძიმის ბლოკები. ქვებს სამშენებლო მოედნამდე კვლავ ხეფენილზე მიათრევდნენ, რადგან მაშინ ამწევი მექანიზმები არ ჰქონდათ. იწყებოდა სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი: სპირალის ფორმის აღმავალ სატვირთო ბაქანზე (რომელსაც ნილოსის შლამისგან დამზადებული აგურებით აკეთებდნენ) ბლოკი თოკებითა და ბერკეტებით აჰქონდათ საჭირო სიმაღლემდე, სადაც მუშათა ჯგუფი ხუროთმოძღვრის მიერ მითითებულ ადგილას შესაშური სიზუსტით ათავსებდა. რაც უფრო მაღლდებოდა პირამიდა, შესაბამისად, პატარავდებოდა ზედა სამშენებლო მოედანი და რთულდებოდა სამუშაო. პირამიდას აგებდნენ დუღაბის გარეშე!


რომის კოლიზეუმი

როგორც ცნობილია, ძველი რომაელები სანახაობათა დიდი მოყვარულები იყვნენ. სწორედ სანახაობათა გასამართად რომში, ახ.წ.I ს-ში აიგო საგანგებო ნაგებობა კოლოსეუმი. მისი სახელწოდება ლათინურუ სიტყვიდან colosseus მომდინარეობს, რაც უზარმაზარ, კოლოსალურს ნიშნავს. და მართლაც, კოლოსეუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო 4 იარუსად განლაგებულია ადგილები მაყურებელთათვის. შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით. კოლოსეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთამ და სხვა სასტიკი სახეობანი. კოლოსეუმის არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა. ხშირად კოლოსეუმში გამართული სანახაობა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა; მაყურებლები საკუთარი ბალიშებით მოდიოდნენ, რათა ქვის სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ასე შეექციათ თავი სანახაობათა ხილვით.image

 


პიზის კოშკი

   სინამდვილეში პიზას კოშკის სიმაღლე 100მ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობის მიმდინარეობისას საძრკველმა ვერ გაუძლო კოშკის სიმძიმეს და მშენებარე კოშკი სამხრეთისკენ გადაიხარა. ამიტომ კოშკის მშენებლობა 55 მეტრის სიმაღლზე შეწყდა. ამ უჩვეულო თავისებურებამ პიზას საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. კოშკს ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი ნახულობს. მთელი მსოფლიოს არქიტექტორები და ინჟინრები დღეს თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეაჩერონ კოშკის გადახრა, მაგრამ არ გაასწორონ ის.

მშვიდობის ხიდი

  ინტერნეტ პორტალმა "ტექნო-ბიგმირმა" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდი დაასახელა. თბილისში მდებარე "მშვიდობის ხიდი" მათ შორის მოხვდა.
   საიტი ”მშვიდობის ხიდს” ეიფელის კოშკს ადარებს, რომელმაც თავის დროზე პარიზის არქიტექტურული იერსახე მთლიანად შეცვალა.
მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ იხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბილისის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი იკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და რეზიდენტის რეზიდენციის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი - რანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი).
ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ართობის მქონე არდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულ წილად სიახლეა.

Comments

Popular posts from this blog

თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

ქართველი კალათბურთელების TOP-5