Posts

Showing posts from 2019

ქართველი კალათბურთელების TOP-5

Image
ბოლო დღეებში ქართველი ლეგიონერები საოცრად თამაშობენ. ბითაძე, ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი და შენგელია. მაგრამ ვინ არის პირველი? ბოლო დღეებში ქართველი კალათბურთელები დიდებულად თამაშობენ ევროპისა და ამერიკის დარბაზებში. გთავაზობთ მათ მიმდინარე POWER RANKINGS-ს.  TOP-5-ში ვერ მოხვდნენ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილი  ლიბანის ბიბლოსში გადავიდა  და დებიუტში 11 ქულაც მიითვალა: სერია A2-ის ალმა ტრიესტეში ორჯერ 12-12 ქულა მიითვალა გიგა ჯანელიძემ; გიორგი თვალაბეიშვილმა ანდორას დუბლებში კარგი თამაშით ACB ლიგაში განაცხადში მოხვედრა დაიმსახურა; მაიკლ დიქსონმა თურქულ  ბაჰჩეშეჰირში დებიუტი 26 ქულით აღნიშნა ; ესპანური ლ'ოსპიტალეტის რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს შოთა გელაზონია, ბოლო მატჩში მან 27 ქულა მიითვალა; NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის  სეტონ ჰოლი ყოჩაღობს ... 5. გოგა ბითაძე, მეგა ბიმაქსი (სერბეთი) გოგა ბითაძეს nbadraft.net-ზე ინდექსი აუმაღლეს მეგა ბიმაქსი ადრიატიკის ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თუმცა გოგა ბითაძე კვლავ კარგად თ...

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შენობა-ნაგებობები

Image
ეიფელის კოშკი    ეიფელის კოშკი  (ფრ. la tour Eiffel) – 300 მეტრის ლითონის კონსტრუქციაა, რომელიც პარიზში, სენასთან, შამ–დე–მარსზე მდებარეობს. ეს არის პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ყოველწლურად მის სანახავად 6 მილიონი ტურისტი მიდის, ხოლო მთელი არსებობის განმავლობაში 236 მილიონი დამთვალიერებლით იწონებს თავს.  შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „უსახური“ ჩემს "პროლოგში". თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია ეიფელის კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. საბედისწერო შემთხვევის წყალობით კოშკი დანგრევას გადაურჩა და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა. იდეის ავტორი და მთავარი არქიტეტორი ცნობილი ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი გახლდათ. კოშკს სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა. შენობა მსოფლიო გამოფენის, ექსპო–იუნივერსელის ფარგლებში აშენდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წ...

თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

Image
გუგენჰაიმის მუზეუმი, ბილბაო, ესპანეთი, 1997 1.ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის მიერ შექმნილი გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ,,დღევანდელობის ყველაზე გამორჩეული ნაგებობა”. შენობა 1997 წელს გაიხსნა და მის ასაშენებლად 89 მლნ. დოლარი დაიხარჯა. მუზეუმი მოპირკეთებულია ტიტანის ფენებით, მინისა და ქვის პანელებით, შენობის კონსტრუქციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალიზაციებს. 2. პეტრონას კოშკები, მალაიზია, 1998 მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე პეტრონას კოშკები 88 სართულიანი, 450 მეტრის სიმაღლის ტყუპი ცათამბჯენებია, რომლებიც ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. მშენებლობა 6 წელი მიმდინარეობდა (1992-1998 წწ) და 2004 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა, რომლის აშენებაც 800 მლნ. დოლარი დაჯდა. პეტრონას კოშკების დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ცეზარ პელის ეკუთვნის. კოშკებში განთავსებულია ოფისები, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, სამხატვრო გალერეები. ...